განათლება
რა კრიტერიუმებით შეფასდება მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბრძანებაში აღნიშნული კრიტერიუმები საგნების მიხედვით არის გაწერილი.
„ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე ტესტირების საფუძველზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგნის ცოდნის გარდა შეუმოწმდებათ სხვა უნარ-ჩვევებიც, მაგალითად როგორიცაა კრიტიკული აზროვნების უნარი, დარგობრივი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, საპროგრამო მასალის განზოგადების უნარი და სხვ. შესაბამისად, აპლიკანტს აღნიშნული გამოცდით მოუწევს კომპლექსურად – საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობისა და გამოცდილების საფუძველზე დაადასტუროს კომპეტენცია ამა თუ იმ საგანში.“-ნათქვამია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google