განათლება
კარდენახის სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, შეიცვალა შენობის სახურავი, ამორტიზებული იატაკები, განახლდა ჭერი, გარემონტდა გარე ფასადი და გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი.

„მერიის დაფინანსებით კარდენახის საჯარო სკოლაში დასრულდა გარკვეული ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკმაოდ ტევადი სამუშაო იყო. ამიტომ სწავლის დაწყების თარიღმა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ათი დღით გადაიწია. დღეს სკოლაში ახალი სასიამოვნო გარემოა, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციას გაზრდის.“

შეგახსენებთ, რომ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 322 505 ლარი დაიხარჯა.



| Print |
FaceBook Twitter Google