განათლება
ჩემს ენას ვერ ვიგებ - რა ხარვეზებია აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების თარგმანში
ილგარა, რუზანა და სეიდასადი მეთორმეტეკლასელები არიან. მათ მთავარ პრობლემას არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოები წარმოადგენს.
-„მასწავლეებლი კი გვიხსნის, მაგრამ როცა სახლში მივდივართ, იქ ვეღარ ვმეცადინეობთ, გაუგებრად, რთული ენით წერია, ნაწილი კი ქართულადაა, ჩემი კლასელების უმრავლესობას კი ქართული არ ესმის. ეს წიგნები ისეა შედგენილი, ჩვენ კი არა, უფროსებსაც გაუჭირდება გაგება. რა უნდა ვქნათ, უნდა ავდგეთ და ინტერნეტში მოვძებნოთ ინფორმაცია. ჩვენ თემში ინტერნეტი მხოლოდ 40%-ს აქვს, ზოგს არც ტელეფონი გააჩნია და არც კომპიუტერი,“-ამბობს რუზანა გუსეინოვა.

ამ პრობლემაზე საუბრობს ილგარა მამედოვაც.

„ ჩემ ენას ვერ ვიგებ, ზოგიერთი ისეთი სიტყვაა, ვერ ვხვდები აზერბაიჯანულია თუ არა. წინადადებები არეულია, ერთი სიტყვა რომ უნდა იყოს ბოლში, ხან თავშია და ხან შუაში. ზოგჯერ, კითხვებზე პასუხის საერთოდ არ არის გაკვეთილში. ინტერნეტში მოძებნაა საჭირო, თუმცა ყველას ხომ არ აქვს ამისი შესაძლებლობა?! ვფიქრობ ინტერნეტი არ უნდა გვჭირდებოდეს, მოსწავლის ინტერნეტი წიგნია და იქ უნდა იყოს ყველაფერი. ამ წიგნებით მასწავლებლებიც არ არიან კმაყოფილი თუკი მასწავლებელმა არ იცის ქართული და გაკვეთილის ნაწილი ქართულადაა, ჩვენ როგორ უნდა გვასწავლოს?



სეიდასადმა ქართული ენა კარგად იცის, ვისაც გაკვეთილის გაგება უჭირს, ის უთარგმნის.


„როცა ქართულად წერია ტექსტი, ბავშვები მეუბნებიან, ასად, გადაგვითარგმენო. მე კი ვუთარგმნი, ვეხმარები, მაგრამ მხოლოდ ჩემი დახმარებით არ გამოვა რამე. რამე უნდა შეიცვალოს.“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც არაქართულენოვანი მოსწავლეები არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ.

-„შვიდი წელია მოსწავლეები ამ სახელძღვანელოებით სწავლობენ. ამ წიგნების შემოტანა იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების აჩემება, რომლებმაც განათლების სისტემის შესახებ არაფერი იციან. მათ მიაჩნდათ, რომ თუ სახელმძღვანელოების 30% ქართულ ენაზე იქნებოდა, ამით მოსწავლე ენას ისწავლიდა. თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა, წარმოუდგენელია გაუმართლებელმა გადაწყვეტილებებმა რამე შედეგი მოგვცეს. აქ მთელი პრობლემა ისაა, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სამინისტროში და იქ მსხდომი ექსპერტები რა რეაგირებას ახდნენ ამაზე. 2013 წელს ინტელექტუალური საკუთრება ჩამოერთვათ გამომცემლობებს და ბეჭდვის პასუხისმგებლობა თავად აიღო განათლების სამინისტრომ, თუმცა 7-12 კლასის სახლმძღვანელოების თარგმანი ვერ უზრუველჰყო. არაქართულენოვანი მოსწავლეები სახელძღვანელოების გარეშე დარჩნენ და ისევ ძველი 2006-2011 წლების სახელძღვანელობეით სწავლობენ,“-ამბობს ტაბატაძე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის სკოლებში ახალ წიგნებს ეტაპობრივად შეიტანენ. ახლა 1-6 კლასის სახელმძღვანელოები ითარგმნება, შემდეგ კი ზედა კლასებიც ჩანაცვლდება, თუმცა როდის, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების
სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის
შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14.11.2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო
სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08.11.2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო
ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04.11.2019
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების
დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში
ჩატარდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ,
რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
11:28 / 01.11.2019
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების
მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის
ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.
11:54 / 30.10.2019
სხვა ამბები
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
USD
USD
1
2.9735
GBP
GBP
1
3.8465
TRY
TRY
1
0.5203
RUB
RUB
100
4.6667
ამინდი
გურჯაანი 1 / 10 °C
img
საგარეჯო 2 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 9 °C
img
სიღნაღი 1 / 12 °C
img
ლაგოდეხი 1 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 10 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.