განათლება
საბავშვო ბაღებს მზარეულის თანაშემწეები დაემატა
ორშაბათიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მზარეულის თანაშემწეები დაიწყებენ მუშაობს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, თანაშემწეების დამატება, კვების მენიუს შეცვლამ გამოიწვია.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან გურჯაანის საბავშვო ბაღებში კვება გახდა ოთხჯერადი და აქედან გამომდინარე, მარტო მზარეულისთვის შეუძლებელია, ამდენი თავი კერძის მომზადება. ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესებს და დავრწმუნდით, რომ აუცილებელია მათთვის თანაშემწის დანიშვნა. ორშაბათიდან ყველა ბაღს დაემატება თანაშემწე, რომელიც მიეხმარება მზარეულს, რომ კვების ორგანიზება უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. მანამდე თანაშემწეები მხოლოდ ქალაქის ბაღებში გვყავდა, რადგან იქ კონტინგენტი მაღალია. ყველა მზარეული პროფესიონალია, ამიტომ თანაშემწეებთან დაკავშირებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ გვქონია დადგენილი. მათი შერჩევა შემოტანილი განცხადებების მიხედვით მოხდა.“

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბრიდან გურჯაანის ბაღებში კვება ოთხჯერადი გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google