განათლება
30 000-მდე პედაგოგს ხელფასი გაეზარდა
განათლების სამინისტროს განცხადებით, ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო და 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო. 
2022 წელს კი მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

"განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზარდა.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.





| Print |
FaceBook Twitter Google