განათლება
პედაგოგებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტები, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ.


ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგანი და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“;

ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
აპლიკანტებს ბარათების ამობეჭვდა შეუძლიათ ვებგვერდზე: online.naec.ge

უწყების ინფორმაციით, ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მთელი საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ტესტირება ორ ნოემბერს დაიწყება და რვა ნოემბერს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google