განათლება
"განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2019“ ხვალ გაიმართება
ხვალ თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებითა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
ღონისძიება სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. ასევე ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (ფრანგული ინსტიტუტი, ESN, AIESEC, DAAD და სხვა.), რომელთაც აქვთ სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის. 

-"აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე,"-აცხადებენ ორგანიზატორები.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)


| Print |
FaceBook Twitter Google