განათლება
სკოლის დირექტორებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა
დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25.06.2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე
შეძლონ
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24.06.2020
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და
განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს
დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა
ინდივიდუალურად მიიღონ.
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.
13:30 / 19.06.2020
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან
მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
09:07 / 18.06.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5049
USD
USD
1
3.0651
GBP
GBP
1
3.8715
TRY
TRY
1
0.4465
RUB
RUB
100
4.3127
ამინდი
გურჯაანი 21 / 32 °C
img
საგარეჯო 20 / 29 °C
img
დ.წყარო 19 / 28 °C
img
სიღნაღი 21 / 34 °C
img
ლაგოდეხი 19 / 30 °C
img
ყვარელი 21 / 32 °C
img
თელავი 20 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 31 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.