განათლება
თელავში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 10 ოქტომბერს წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს
პროგრამა თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში,ა ხალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში მიმდინარეობს.

ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა, სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი პედაგოგების მომზადებით მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება.გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

პედაგოგები მომზადდებიან: ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების; ბიოლოგია და ქიმიის; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა; ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების; დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით. ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. ლექციები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google