განათლება
წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოეს
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ უკვე 10 წელია ახორციელებს, რომლის ბენეფიციარებიც საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, კახეთის რეგიონში ყველაზე მეტი - 73 წარჩინებული მოსწავლე, გურჯაანის მუნიციპალიტეტს ჰყავს.

„ ყველაზე მეტი დაჯილდოებულია ველისციხის და კარდენახის საჯარო სკოლებიდან. შემდეგ დანარჩენები მოჰყვებიან. მათ გადაეცათ კომპიუტერები. დაჯილდოვნდენ ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური დაძლიეს ისე, რომ მე-7, მე -8, და მეცხრე კლასების საერთო საფეხურის ქულა დამრგვალების გარეშე ათიანია.“

წარჩინებულ მოსწავლეებს ჯილდოები სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლელა სვიმონიამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლელა თევდორაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია შაოშვილმა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა გადასცეს.


| Print |
FaceBook Twitter Google