განათლება
როდის ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.

კახეთში ტური შემდეგ სკოლებში ჩატარდება:სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა; ახმეტა მეორე საჯარო სკოლა; დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა; თელავის მეექვსე საჯარო სკოლა; საგოდეხი- სოფელ შრომის საჯარო სკოლა; საგარეჯო პირველი საჯარო სკოლა; სიღნაღის საჯარო სკოლა;

ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
8 იანვარს:
I სესია – მათემატიკაში;
II სესია – ბიოლოგიაში;

9 იანვარს:
I სესია – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
II სესია – ისტორიაში;

10 იანვარს:
I სესია – გეოგრაფიაში;
II სესია – ინგლისურ ენაში;

11 იანვარს:
I სესია – ქიმიაში;
II სესია – რუსულ ენაში;

12 იანვარს:
I სესია – ფიზიკასა და ფრანგულ ენაში;
II სესია – გერმანულ ენაში.

I სესიაზე – რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 10:00 საათზე;
II სესიაზე – რეგისტრაცია 14:30 საათზე იწყება, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.


| Print |
FaceBook Twitter Google