განათლება
რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის წერილების კონკურსი ტარდება
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება. მსურველებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გამოგზავნონ თავიანთი წერილები, რომლის ადრესატი არის გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. შესაძლებელია, რომ ადრესატი იყოს წარმოსახვითი ან რეალური ძალადობის შემთხვევის მსხვერპლი, თუმცა წერილით არ უნდა მოხდეს რეალური მსხვერპლის იდენტიფიცირება.

წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს:
• მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას;
• თქვენს რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობიისგან;
• მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.
ტექნიკური სახის მოთხოვნები:სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word ან PDF; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; წერილი შეიძლება იყოს ხელნაწერი.

წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ–ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება/ნომერი და კლასი.
ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ხელნაწერი წერილის წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ დასკანირებული ვერსია და შეინახოთ ორიგინალი. სათაურის ველში, უნდა მიუთითოთ „წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი; პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება; დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება;

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
პირველი ადგილი: 300 ლარი;
მეორე ადგილი: 200 ლარი;
მესამე ადგილი: 100 ლარი;
ჟიურის რჩეული: 100 ლარი;

მიღებული ნაშრომები სრულად ან ნაწილობრივ განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებით, მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:https://bit.ly/382ZDNi

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.


| Print |
FaceBook Twitter Google