განათლება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 6000 მოსწავლე გადავიდა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში 25 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა და აქედან მეორე ტურში 6 000-ზე მეტი გადავიდა.

„ მესამე ტურზე გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებიც მაქსიმალური ქულის 50% -ს დააგროვებენ და ამის შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დახმარებით, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადებას დაიწყებენ, დანარჩენები კი სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ. მოსწავლემ ოლიმპიადაზე გასვლისას უნდა წარადგინოს რეგისტრაციის ბარათი და პირადობის მოწმობა, თუ პირადობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, მაქსიმალურად ვეხმარებით. “-ღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპია და შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება. მესამე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და, ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოლიმპიადა /