განათლება
განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციას აძლევს
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევს.
„სასწავლო დაწესებულებებს არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად უნდა გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად უნდა დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს,“- აღნიშნულია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google