განათლება
აბიტურიენტის ცნობარი აღარ დაიბეჭდება
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.

„აქამდე, ჩვენ ვბეჭდავდით ცნობარს და ახლა გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ელექტრონული სახით იყოს, იმიტომ, რომ დიდი პრობლემა იყო ის, რომ მანამ, სანამ რეგისტრაცია დამთავრდებოდა, ზოგიერთ უნივერსიტეტს ეცვლებოდა სტატუსი. ასევე პროგრამას ავტორიზაცია, აკრედიტაცია. ცნობარში კი ეწერა, რომ აქვს აკრედიტაცია, ან არ აქვს და შემდეგ, ერთი თვის მერე უკვე მიიღებდა აკრედიტაციას ან დაკარგავდა. აბიტურიენტები იბნეოდნენ. ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცვლილებები ონლაინრეჟიმში ავსახოთ. თუ აბიტურიენტი შევიდა ცვლილების გასაკეთებლად იმ დროს, როცა ცვლილება შევიდა ცნობარში, ეს იქვე ეწერება”, – აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

ცნობარი თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, რეგისტრაცია კი მარტის პირველ კვირაში დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google