განათლება
გურჯაანის ბაღებში საქონლის ხორცს ხუთშაბათიდან შეიტანენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას ითვალისწინებს, უკვე დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.
ტენდერი 167 832 ლარზე იყო გამოცხადებული. 

-"ტენდერი ერთხელ ჩავგვივარდა და ხელმეორედ გამოვაცხადეთ. გამარჯვებული გუშინ გამოვლინდა. სამ დღეში, ხუთშაბათს გაფორმდება ხელშეკრულება და ხუთშაბათსვე დაიწყება ბაღებში ძროხის ხორცის შეტანა,"-აღნიშნა  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. გამარჯვებულმა, რომელსაც ბაღებში ხორცი უნდა შეეტანა, სათანადო დოკუმენტაცია არ წარადგინა. ამის გამო კი, ბაღები ხორცით ვერ მარაგდებოდა. ამ ეტაპისთვის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტთან.



| Print |
FaceBook Twitter Google