განათლება
გურჯაანის N1 და ველისციხის სკოლებს აუდიტი ამოწმებს
ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ და სოფელ ველისციხის საჯარო სკოლების მდგომარეობით განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური დაინტერესდა.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლებში ძირითადად, საბუღალტრო და საფინანსო დოკუმენტაცია მოწმდება.
„პირველ სკოლაში აუდიტი 2019 წლის დეკემბერში შევიდა. შემოწმდა საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაცია. მთლიანობაში, სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა რაღაც ხარვეზებიც. სკოლამ მიიღო მითითებები, რომლის გამოსასწორებლად ერთი თვის ვადა მისცეს. რაც შეეხება ველისციხის საჯარო სკოლას, იქ აუდიტი დღემდე მუშაობს და პროცესი, ალბათ, ორშაბათს დასრულდება. იქაც სავარაუოდ, იქნება რაღაც ტიპის ხარვეზები.“

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნული სკოლების დირექტორებს სამსახურის დატოვება მოუწევთ, თუმცა, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამ ფაქტს არ ადასტურებს.




| Print |
FaceBook Twitter Google