განათლება
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პიროვნებას, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს და ასევე არანაკლებ სამი წლის მუსაობის გამოცდილება.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესი ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება და ა.შ.

| Print |
FaceBook Twitter Google