განათლება
ბაღების გაერთიანება კვების მენიუს ფეისბუქზე აქვეყნებს
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.

გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, სოციალურ ქსელში აღსაზრდელების მენიუ ყოველდღე სრულად განთავსდება.
„გვინდა, მშობლებს უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რას მიირთმევენ მათი შვილებიყოველდღიურად. გვინდა უკეთ გაიგონ როგორ არის კვება დაბალანსებული. გარდა ამისა, გვაინტერესებს მათი აზრი, თუ აქვთ რაიმე შენიშვნები, რომ მომავალში გავითვალისწინოთ. სოციალურ ქსელში ასევე განთავსდება ფოტო და ვიდეო, თუ რა პირობებში ინახება და მზადდება საკვები.“

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გურჯაანის საბავშვო ბაღებში კვების რაციონი სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა და თითოეული ბავშვის კვებაზე ამჯერად დღეში 3 ლარი და 20 თეთრი იხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / კვება /