განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტში დაიწყება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.

ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განმარტებით დაანონსებული საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი შეიძლება ცნობართან ერთად, ან რამდენიმე დღით ადრეც გამოქვეყნდეს.
,,მარტის დასაწყისში უკვე ყურადღებით უნდა იყვნენ აბიტურიენტები, იმიტომ, რომ ამ დროისთვის ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ დროისთვის ცნობარიც მზად იქნება, სადაც მოცემული იქნება ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად. დღეს ასევე გავაკეთეთ რეგისტრაციის მოდელირება, რადგან ყოველ წელს არის შემთხვევები, სამწუხაროდ, როცა აბიტურიენტების ნაწილი, მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს, რომ რეგისტრაცია შესაბამისად ვერ გაიარა”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google