განათლება
სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.


დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების მიხედვით, 4 მარტს გამოქვეყნდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, რომლებსაც აქვთ გადაადგილების შეზღუდვა და საჭიროებენ ადაპტირებულ გარემოს (ლიფტი, პანდუსი), მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი პეკინის N44, ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ).

შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება გაიმართება ელექტრონული ფორმით 6 და 7 მარტს შემდეგ მისამართებზე:
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).
ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია – 16:00 საათზე.

მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველები, რომლებიც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის N1ა, შემოსასვლელი პეკინის N44, ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) 2020 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, მიმართავენ შესაბამისი განცხადებითა და ცნობით, ტესტზე სამუშაოდ მიეცემათ დამატებით 30 წუთი.

რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე. დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.

დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
2. საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;
3. საწერი კალამი.

ტესტირებაზე არ დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელსაც თან არ ექნება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, ასევე – რეგისტრაციაზე/ტესტირებაზე დაგვიანებული პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google