განათლება
გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები კვირის ბოლოს გადაწყდება
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ არდადეგები კორონავირუსთან დაკავშირებთ საჯარო სკოლებსა და ბაღებში 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს აღნიშნულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების დეზინფექცია.


| Print |
FaceBook Twitter Google