განათლება
სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ბავშვებს მოთხრობებს ფეისბუქლაივით ამერიკელი დიპლომატები წაუკითხავენ
სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩომ გამოთქვა სურვილი, რომ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროწ. ამ მიზნით ამერიკელი დიპლომატები ფეისბუქლაივით ინგლისურად წაიკითხავენ და ისაუბრებენ თავის საყვარელ მოთხრობაზე.

„ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია". შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს 14:00 საათიდან საელჩოს ფეისბუქის გვერდზე,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დიპლომატები ბავშვებისთვის მოთხრობებს ფეისბუქლაივის საშუალებით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან წაიკითხავენ.
| Print |
FaceBook Twitter Google