განათლება
განათლების სისტემა არაა მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გუშინ ღამის კურიერში განცხადა, რომ საეჭვოა იმ ვადებში სწავლის განახლება, რაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საუბრობს.
-„მე მეეჭვება გამოწვევებს იმ შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხეთ, რა ვადებზეც საუბრობს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ სასწავლო პროცესი არ განახლდა 26 აპრილამდე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. განათლების სამიონისტროს აქვს დავალება რომ წარმოადგინოს გეგმა, მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა, თუმცა, ამის გარკვეული იმედი მაინც არსებობს.“

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მიცეს ჩვენ ბავშვებს და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

-„შეიძლება ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტალურ ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, აქაც ძალზედ ადექვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო პროცესი 2 მარტიდან შეწდა.


| Print |
FaceBook Twitter Google