განათლება
პირველი არხის ეთერში ტელეგაკვეთილები დაიწყო
დღეს დილით 9 საათიდან მაუწყებლობა დაიწყო საქართველოს პირველი არხი განათლებამ, რომლის ეთერშიც გადის პროექტი „ტელესკოლა“. ეს არის განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ პირველიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები მიმდინარეობს სურდოთარგმანოით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს სკოლებში სწავლა ორი მარტიდან შეწყდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად წარმართულიყო. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ განათლების სისტემა არაა მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს.  

ამავე თემაზე:
სკოლებს ჯერ არ ჰქონდათ საშუალება ეს პროგრამა დაეტესტათ და გამოეყენებინათ - დალი მინდიაშვილი
დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის, საჯარო სკოლებს დამატებითი ინსტრუქციები გადაეგზავნა
| Print |
FaceBook Twitter Google