განათლება
ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება
განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, რადგან ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.


მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს.
„დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ ეფექტურად გაატრა და დანერგა იმ დონეზე,  რა დონეზეც შეგვიძლია ვთქვათ დღეს დადასტურებულად, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორე მექანიზმი ეროვნული გამოცდების, იქნება სრულად შენარჩუნებული.“

გიორგი გახარიას განმარტებით, სწავლა სკოლებში პირველ სექტემბრამდე არ განახლდება.


| Print |
FaceBook Twitter Google