განათლება
სასწავლო წელი სკოლებში 15 ივნისს დასრულდება
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.

ტელესკოლა ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. საქართველოში აკადემიური წელი, 2019-2020 წელი არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა, ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში. მე–12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1–ელ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს.“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.
| Print |
FaceBook Twitter Google