განათლება
ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტი იქნება - მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.

„შესაბამისად, ჩვენ ორიებტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში. წელს ამას დამატებთი განზომილება ექნება. ივნისში ჩვენ უფრო ნათელი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. შეიძლება გამოცდებამა აგვისტოში გადაიწიოს, თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და თუ მაკაფიო რეკომენდაცია იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან. ამ ეტაპზე არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხლება.“ განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე განმარტებით, გამოცდების ჩატარებისას ზედმიწევნით იქნება დაცული ის პროტოკოლები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მათ სტრუქტურას მიაწოდას მოგვაწვდის. ამ ეტაპზე უკვე აქვთ მითითება და ცნობილია, რომ ერთ სივრცეში, ერთ ოთახში უნდა იყოს არაუმეტეს 10 აბიტურიენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google