განათლება
ქართულ ენასა და მათემატიკაში 32-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე დღეს მედიის წარმომაგენლებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12 - მა კი მათემატიკაში. "ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

გამოცდების შედეგების გამოქვეყნება  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 3 აგვისტოს დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google