განათლება
რომელ პროგრამებზე დააფინანსებს სწავლას სახელმწიფო თელავის უნივერსიტეტში
საქართველოს განათლების მინისტრმა, 2020-2021 სასწავლო წელს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა.
სამინისტრომ ასევე განსაზღვრა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს,მათ შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587 250 ლარს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო შემდეგ პროგრამებზე სწავლას სრულად დააფინანსებს: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, აგრონომია და ეკონომიკა.
| Print |
FaceBook Twitter Google