განათლება
რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში
პირველი ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში მშობლებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

პირველადი რეკომენდაციების თანახმად, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, ბავშვის მიღება და შემდგომ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი იქნება.
„გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვები დაწესდება ბავშვის გამოყვანის დროსაც, რადგან მშობელი ვერც ამ დროს შევა შენობაში.
„მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი," - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google