განათლება
შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღებს შეამოწმებს

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებას მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ შეძლებს.




"ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. “-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან, ხოლო ბაღებში პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

 

| Print |
FaceBook Twitter Google