განათლება
გურჯაანის ბაღებში 400 აღსაზრდელია დარეგისტრირებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია გრძელდება. სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 400-მდე ახალი კონტინგენტია დარეგისტრირებული, ექვსასი კი - სკოლაში წავიდა.

„ ბაღები პირველი მარტიდან დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული. პირველი ივნისიდან კი, საზაფხულო არდადეგები დაიწყო. ამ პერიოდიდან დღემდე გრძელდება ახალი აღსაზრდელების სატელეფონო რეგისტრაცია. ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული გვაქვს ყველა მენეჯერის ტელეფონის ნომერი. ყველას შეუძლია დაუკავშირდეს შესაბამისი ბაღის წარმომადგენელს და მოახდინოს ამ ეტაპზე ბავშვების სატელეფონო დარეგისტრირება. 21 სექტემბრიდან თანამშრომლები უკვე შვებულებიდან დაბრუნდებიან. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გადაამოწმონ რეგისტრირებულია თუ არა ბავშვი. გარდა ამისა, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა, შეუძლიათ ადგილზე გაიარონ ეს პროცედურა. აქვე მისცემენ ინსტრუქციას რა დოკუმენტაცია უნდა მოიტანონ.“

მისივე თქმით, რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა იმის გამო, რომ განსაკუთრებული წელია, შეიძლება პროცესი მას შემდეგაც გაგრძელდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google