განათლება
კარდენახისა და კალაურის სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდება
ახალ სასწავლო წელს კარდენახისა და კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალტერნატიულ ფართში შეხვდებიან.

როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილი განაცხადა, ორივე სკოლაში რებილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი სრულ რეაბილიტაციას უტარებს ამ სკოლებს. ალტერნატიული ფართი კარდენახისთვის იქნება ჭანდრის საჯარო სკოლა, ხოლო კალაურისთვის - ვაჩნაძიანის. ამის გამო, ორივე სკოლა ორცვლიან სწავლებაზე გადავა. ტრანსპორტზე მუნიციპალიტეტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და დანარჩენს შესყიდვების სამსახური მოაგვარებს. კარდენახში დიდი კონტინგენტია. ბავშვებს რომ სასწავლო პროცესში ხელი არ შეეშალოთ, რამდენი ტრანსპორტიც გახდება საჭირო, იმდენს დავნიშნავთ.“

მისივე თქმით, სკოლების რეაბილიტაცია 25 აგვისტოს დაიწყო და მომდევნო წლის აგვისტოში დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google