განათლება
გურჯაანის საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შემცირდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესი 45 წუთიდან 30-35 წუთამდე შემცირდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება სკოლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
„სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 30 წუთი, ხოლო მაღალი კლასებისთვის 35 წუთი გახდეს. დაწყებითი კლასების შესვენაბას კი დამრიგებლები გააკონტროლებენ.“

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google