განათლება
გურჯაანში სასწავლო პროცესი ოცდახუთივე საჯარო სკოლაში განახლდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოცდახუთ საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ყველა საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა.

„აბსოლუტურად ყველა სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. პირველკლასელის ლეპტოპში ჩატვირთულია შესაბამისი პროგრამა. იცავენ წესებს ახალი რეგულაციების მიხედვით და ამ მხრივაც ყველგან სიმშვიდეა. ერთადერთი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა 37 და ერთი. ბავშვი სკოლის თერმომეტრითაც გადამოწმდა და ექიმმა გადაიყვანა საიზოლაციოში. ამის თაობაზ ეცნობა მშობელს და ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდა. სწავლა განახლდა პირველ საჯარო სკოლაშიც, რომელიც გუშინ შრომის ინსპექციამ შეამოწმა. მათი დასკვნით, სასწავლო დაწესებულება ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამჟამად ყველა სკოლაში სიმშვიდეა.“

სკოლებში ყველა საჭირო პროცედურების ჩატარების პროცესს აქტიურად აკვირდებოდა დირექცია.
„სასავლო წელს ყველანაირად მომზადებული შევხვდით და ამაში სამინისტრო დაგვეხმარა. მიღებული გვაქვს საკმარისი რაოდენობით ხელის სადეზინფექციო ხსნარები, სანიტაიზერისთვის მოწყობილია სპეციალური კუთხეები, სველი წერტილები აღჭურვილია თხევადი საპნით, მუდმივი წყლით და რაც მთავარია, მაქსიმალურად ვიცავთ სიფრთხილის ზომებს: დისტანციას, თერმოსკრინიონგს და ა.შ.“

წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 640 -მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა.













| Print |
FaceBook Twitter Google