განათლება
გურჯაანის ბაღებს სანიტარულ-ჰიგიენური აღჭურვილობა გადაეცა
გურჯაანის ბაგა-ბაღების მენეჯერებს კოვიდ-19 -ის რეგულაციებთან დაკავშირებით ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის 37-ვე ბაღი საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

„ჩვენ უკვე ყველანაირად მომზადებული ვართ სასწავლო პროცესის დასაწყებად. განვახორციელეთ შესყიდვები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესანარჩუნებლად და კოვიდ 19 -ის პრევენციისთვის. გუშინ იყო შეხვედრა ყველა ბაღის მენეჯერთან. გადავეცით უკონტაქტო თერმომეტრები თერმოსკრინინგისთვის, დეზობარიერები, პირბადეები, ბახილები, ერთჯერადი ხელთათმანები, წყალგაუმტარი წინსაფარები და ა.შ. ორშაბათიდან ყველა თანამშრომელი გამოვა სამსახურში და ბაღებში დაიწყება დასუფთავების სამუშაოები.“

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწვლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google