განათლება
საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბერს განაახლებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ
.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად არის.
„ მთავრობის სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა ბაგა-ბაღი მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღები მობილიზებულია. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა საჭირო აღჭურვილობა გაგვაჩნია და თუ, რა თქმა უნდა, კიდევ რამე არ შეიცვალა, დათქმულ თარიღზე განვაახლებთ სააღმზრდელო პროცესს.“


| Print |
FaceBook Twitter Google