განათლება
საცდელი ტესტირება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში ჩატარდება
12-16 ოქტომბერს, 100-მდე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ჩატარდება. ტესტებს ქართულ ენასა და მათემატიკაში მე-5 და მე-7 კლასელები, ელექტრონული ფორმით დაწერენ.

გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ტესტირებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაც არის ჩართული.
„ტესტირება ჩატარდება გურჯაანის ნომერ მეოთხე, ბაკურციხის, სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, ჩუმლაყის და კოლაგის სკოლებში.
ეს არის დაახლოებით 40-ქულიანი პიარტესტები: მათემატიკაში, ქართულში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ტესტები მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასებას ისახავს მიზნად და შედეგს მოსწავლის წლიურ ქულაზე გავლენა არ ექნება.“

ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ტესტურ დავალებებს ელექტრონულად შეასრულებენ და ასევე ელექტრონულად მიიღებენ შეფასებას.



| Print |
FaceBook Twitter Google