განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დღეს გურჯაანის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, სწავლა ყველა ბაღში განახლდა
.
„ 37-დან 36 ბაღში დაიწყო სასწავლო პროცესი, რადგან სოფელ გურჯაანის პირველ ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთას ვიღებთ მონაცემებს ყველა ბაღიდან ბავშვთა აღრიცხვიანობის შესახებ. აღსაზრდელების მიღება ყველა რეკომენდაციის მიხედვით ხდება. ამ ეტაპისთვის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვი არ დაფიქსირებულა. აქტიურობა ყველგან არის. მინდა ყველას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება და წარმატებები ვუსურვო. “

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა მიმდინარე წლის მარტში შეწყდა. საზაფხულო არდადეგებამდე კი ბავშვები დისტანციურად სწავლობდნენ.







| Print |
FaceBook Twitter Google