განათლება
გურჯაანის მეოთხე ბაღში ალტერნატიული ჯგუფები გაიხსნა
გურჯაანის ნომერ მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში ე.წ. ალტერნატიული ჯგუფები გაიხსნა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის თქმით, ამ დროისთვის 80 ბავშვია დარეგისტრირებული.

„9 ნოემბრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიკეტა ყველა საბავშვო ბაღი. დავტოვეთ მხოლოდ მეოთხე ბაღი და გავხსენით ე.წ ალტერნატიული ჯგუფები. ჩარიცხული იყო 80 ბავშვი და ოთხ ჯგუფზე გვქონდა გათვლა,თუმცა ამ სამი დღის განმავლობაში მხოლოდ 50 %-იანი სწრებადობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ბაღები განუსაზღრელი ვადით დაიკეტა, ვერ ვიტყვით ამ ჯგუფების ფუნქციონირება სადამდე გასტანს. თუ კორონავირუსის შემთხვევა აქაც დაფიქსირდა, ეს ჯგუფებიც დაიკეტება. “

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში კორონავირუსის შემთხვევაბის მატების გამო, ორშაბათიდან მუნიციპალიტეტის ყველა ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება.

| Print |
FaceBook Twitter Google