განათლება
გურჯაანში 19 სკოლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმრავლესობა სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა განაცხადა, ამჟამად ამ ტიპის სწავლება 19 სკოლაში მიმდინარეობს.
„სულ მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა, კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ამჟამად უკვე 19 სკოლა ელექტრონულ სწავლაზეა გადასული. სხვა სკოლების მშობლების ხელმოწერებიც არის შემოსული და სამინისტროს პასუხს ველოდებით.“

დალი მინდიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ყველა სკოლა მოკლე დროში ეტაპობრივად გადავა ონლაინსწავლაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google