განათლება
წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ 27 ნოემბრის დადგენილებით,წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში“, - ნათქვამია დადგენილბაში.

ახალი დადგენილების თანახმად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება: პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასება.

ხოლო მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.

| Print |
FaceBook Twitter Google