განათლება
სკოლების დირექტორებს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ახალი დირექტორების დასანიშნად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.

„4 დეკემბერს ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ამოეწურა ვადა, 5 დეკემბერს 12-ს, დღეს კიდევ ორს , ხოლო ორი დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილებით არის და მათ იანვარში ამოეწურებათ ვადა. ამ სკოლებმა უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს განცხადებით, რომ ამოეწურათ ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა და სთხოვეს, გადაინიშნონ მოვალეობის შემსრულებლებად. რაც შეეხება ახალი დირექტორების დანიშვნას, კონკურსს სამინისტრო აცხადებს.“

დალი მინდიაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ამჟამად მოქმედ დირექტორებსაც შეეძლებათ.
„მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, ვისაც აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი, სასურველია თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ტესტირებული გამოცდა. რაც შეეხება მოქმედ დირექტორებს, თუ რომელიმე ორი ვადით იყო არჩეული, კანონი გვეუბნება, რომ იმავე სკოლაში აღარ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა. თუ ერთი ვადით იყო კონკრეტული სკოლის დირექტორი, სრული უფლება აქვს მეორეთაც მიიღოს მონაწილეობა. “

როდის გამოცხადდება სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ახალი კონკურსი ჯერჯერობით უცნობია.

| Print |
FaceBook Twitter Google