განათლება
ონლაინრეჟიმზე გურჯაანში 2 საჯარო სკოლა რჩება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დალი მინდიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.
„ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში სტაბილური მდგომარეობაა. მეოთხე საჯარო და ახაშნის სკოლა 2 მარტის ჩათვლით ონლაინრეჟიმზე არიან, პირველ სკოლაში მარტო მერვე კლასია ჰიბრიდულ სწავლაზე.“

მისივე თქმით, დანარჩენმა სკოლებმა გუშინ გააგრძელეს ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესი.

| Print |
FaceBook Twitter Google