საქართველოში 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ
შესახებ მონაცემები.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის
სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, შეიქმნა „სკოლის მიღმა
დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო
პროგრამა“ და გამოვლინდა, რომ ქვეყანაში, 6-დან 16 წლამდე 10 404
მოზარდს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან მოსწავლეთა
ბაზაში.
სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით,
შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების
მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს
შესთავაზებს.
-"შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან,
მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და
ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა
ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო
სერვისების შეთავაზება ," - განაცხადეს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები