განათლება
10 404 მოზარდი განათლების გარეშე - საგანგაშო სტატისტიკა
საქართველოში 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.
ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ და გამოვლინდა, რომ ქვეყანაში, 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან მოსწავლეთა ბაზაში.

სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. 

-"შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება ," - განაცხადეს სამინისტროში.




| Print |
FaceBook Twitter Google