განათლება
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 19 200 აბიტურიენტმა გაიარა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას ავრცელებს.
22 მარტის სტატისტიკით, რეგისტრაცია 19 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე სტუდენტმა გამოთქვა. სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 3 400-ზე მეტმა შეავსო. მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად 14 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google