განათლება
კაჭრეთის სკოლაში ორი კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე ა კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია.
„კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს და მისი ოჯახის წევრებს, ამიტომ ორი კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. დანარჩენ სკოლებში სიმშვიდეა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.“

მისივე თქმით, კლასები ჰიბრიდულ სწავლებაზე ორი აპრილის ჩათვლით დარჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google