განათლება
არაშენდის სკოლის მე-12-ე კლასი ონლაინრეჟიმზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია.
„კორონავირუსი კლასში რამდენიმე მოსწავლეს დაუდასტურდა, ამიტომ საჭირო გახდა 20- დან 29 აპრილის ჩათვლით, ონლაინსწავლებაზე გადასულიყო.“

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სტაბილური სიტუაციაა.

| Print |
FaceBook Twitter Google